აღმოაჩინეთ ავთენტური არომატები

დატკბით ჩვენი ხელნაკეთი ღვინოების დახვეწილი გემოთი, რომლებიც დამზადებულია ვნებითა და ტრადიციით.

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შატო ვინეროში, უნიკალურ მეღვინეობაში, რომელიც მდებარეობს საქართველოს ისტორიული რეგიონის, კახეთის, შუაგულში. ჩვენი ვენახები უნიკალური მდებარებოთ გამოირჩევა. მეღვინეობიდან იშლება თვალწარმტაცი ხედები ალაზნის ველსა და  თოვლით დაფარულ დიდებულ კავკასიონზე. 

ჩვენი მეღვინეობის ფესვები ძალიან ღრმაა. ისინი V-VI საუკუნეების შალაურის უძველეს დასახლებამდე მიდის. ჩვენმა წინაპრებმა ზედმიწევნით შეინარჩუნეს მეღვინეობის უძველესი ხელოვნება, ტრადიცია, რომელიც უკვე 8000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია შემოგთავაზოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და იშვიათი ღვინოები.

შატო ვინეროში ჩვენ ვიცავთ ყურძნის ხელით კრეფის პრაქტიკას. ყურძნის თითოეული ტოტი საგულდაგულოდ არის შერჩეული და ხელით მოკრეფილი, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. ეს შრომატევადი მიდგომა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას განსაკუთრებული ხასიათისა და დახვეწილობის ღვინოების დამზადებისადმი.

ჩვენი ტერუარი მართლაც უნიკალურია, თავისი ზაფხულის მზის სიუხვით და საღამოებით მთა ცივიდიან ჩამომავალი გრილი ნიავით. ეს გარემო ფაქტორები ერთიანობაში ქმნის სრულყოფილ პირობებს ჩვენი ყურძნისთვის, მისი განსხვავებული გემოსა და არომატის განვითარებისთვის.

შატო ვინეროს მდიდარი ისტორიისა და ტერუარს შეისწავლით, თქვენ ქართული მეღვინეობის არსს შეიცნობთ. გიწვევთ შეიცნოთ ჩვენი ვენახების უნიკალურობა, სადაც ტრადიცია, თავდადება და ბუნება გაერთიანებულია და ქმნის მართლაც გამორჩეულ ღვინოებს. შემოგვიერთდით და ერთად შევიცნოთ ქართული ღვინის ხელოვნება.

ჩვენი ღვინოები

SAPERAVI

საფერავი

აღმოაჩინეთ ქარიზმატული საფერავი, მძლავრი წითელი ღვინო, რომელიც ცნობილია თავისი ღრმა შეფერილობითა და ინტენსიური არომატით. წარმოშობით საქართველოდან, ეს ჯიში გვთავაზობს მუქი ხილისა და ხავერდოვანი ტანინების სიმფონიას. ჩაყვინთეთ საფერავის სამყაროში და შეიგრძენით ქართული მეღვინეობის არსი ყოველ ყლუპში.

მუკუზანი

მუკუზანი

მუკუზანი, მძლავრი და ეშხიანი წითელი ღვინო, არის თქვენი გასაღები ქართული მეღვინეობის შეცნობისკენ. მუკუზანის ზონაში მოყვანილი საფერავისგან დამზადებული, შემდეგ მუხის კასრებში დაძველებული, ეს ღვინო გამოირჩევა ღრმა წითელი შეფერილობით და მუქი ხილისა და სანელებლების არომატებით. შატო ვინეროს მუკუზანის დაგემოვნების შემდგომ, თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ მისი ტანინები და გამორჩეული გემო.

რქაწითელი

რქაწითელი

აღმოაჩინეთ რქაწითელის დაუვიწყარი ხიბლი. რქაწითელი ყველაზე გავრცელებული ქართული ყურძნის ჯიშია, რომელიც ერთგვარი სიმბოლოა ქართული მეღვინეობისა. თავისი სასიამოვნო მჟავიანობით, მწვანე ვაშლისა და ციტრუსის ნოტებით, ეს ღვინო ასახავს ქართული ტერუარის სიწმინდეს. ჩაყინთეთ რქაწითელის სამყაროში და შეიცნეთ ქართული თეთრი ღვინის ეტალონი შატო ვინეროსთან ერთად.

KISI

ქისი

აღმოაჩინე ქისის ღვინის საიდუმლოება,რომელიც კახეთის რეგიონის საგანძურადაც კი მოიხსენიება. ეს ქარვისფერი ღვინო დამზადებულია უძველესი ქისის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გვთავაზობს მდიდარ, ოქროსფერ ელფერს და მწიფე ხილისა და თაფლის მომხიბვლელ არომატებს. გიწვევთ ქისის ღვინის სამყაროში, რათა დატკბეთ გამორჩეული გემოთი თითეულ ყლუპში.

KHIKHVI

ხიხვი

შეიცნეთ ხიხვი, თეთრი ღვინის ჯიში, რომელიც განასახიერებს ელეგანტურობასა და დახვეწილობას. ადგილობრივი ხიხვის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული, ეს ღვინო ხასიათდება ყვავილოვანი არომატებითა და მკვეთრი, გამაგრილებელი გემოთი. გასინჯეთ ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში და შატო ვინეროს ხიხვი თქვენი ყოველი სუფრის გზამკვლევი გახდება. 

წევრების კლუბი

ღვინის დეგუსტაციები

ღვინის დეგუსტაციები

შატო ვინეროს ღვინის დეგუსტაციები არის შესაძლებლობა ღვინის მოყვარელებისა და ენთუზიასტებისთვის, რომ მათ აამაღლონ თავიანთი ცოდნა 8,000 წლიანი ისტორიის მქონე დარგში. შატო ვინეროს კარები ღიაა მათთვის, ვისაც სურს ღვინის დამზადების ხელოვნების შესწავლა, ქართული წესით დამზადებული ღვინოების დაგემოვნება და პროფესიონალი მეღვინეებისგან კონსულტაციის მიღება. 

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი

შატო ვინერო ზრუნავს თავის ერთგულ მომხმარებლებზე. ჩვენ გვესმის, რომ ხშირად შესაძლებელია ღვინის მოყვარულმა ვერ მოახერხოს მისი მაღაზიაში შეძენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით მიტანის სერვისი, რომელიც თბილისის მასშტაბით მუშაობს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოთ შატო ვინეროს ღვინო და ჩვენი გუნდი მას თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე მოგაწვდით. 

საგანმანათლებლო პროგრამები და ვორქშოფები

საგანმანათლებლო პროგრამები და ვორქშოფები

შატო ვინეროსთვის პრიორიტეტია ადამიანების კომპეტენციის ამაღლება მეღვინეობის სფეროში. სწორედ ამიტომ, ჩვენთან მუდმივად იმართება სხვადასხვა მასტერკლასები და ვორქშოფები მეღვინეობის მიმართულებით. მასტერკლასებს უძღვებიან ცნობილი მეღვინეები, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოცემული ღონისძიებების ფარგლებში მეღვინეებს და გლეხებს შესაძლებლობა ეძლევათ დარგის გამორჩეულ მოღვაწეებს ჰკითხონ რჩევები, მიიღონ კონსულტაციები და გაიზიარონ წარმატებული გამოცდილება.

bread and bread on brown wooden chopping board

კერძო ღონისძიებები

აღნიშნეთ თქვენი განსაკუთრებული დღეები შატო ვინეროში. ჩვენი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე საუკეთესო გარემოში გაატაროთ. ჩვენ გპირდებით, რომ შატო ვინეროში გატარებული წუთები თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა. 

დაგვიკავშირდით დღეს

ჩვენთან დასაკავშირებლად შეავსეთ მოცემული ფორმა. ჩვენ აქ ვართ, რათა ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ და მოგაწოდოთ საუკეთესო მომსახურება.

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.